იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2024

შედეგები












რა არის იბსუს სასკოლო ოლიმპიადა?



იბსუ ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადებს, რათა აბიტურიენტებს მისცეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა და მათ შორის საუკეთესოებს ნაწილობრივ დაუფინანსოს ბაკალავრიატზე სწავლა.

წელს სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში.

ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.

ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

სად და როდის ტარდება ოლიმპიადა?



ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის ფორმატის შესახებ აუცილებლად გამოგეგზავნებათ ყველა დარეგისტრირებულს ოლიპიადამდე 2 კვირით ადრე.



ოლიმპიადის ჩატარების თარიღი: 25 თებერვალი
დაწყების დრო: 11:00
დასრულების დრო: 12:20

























რით დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები?



რა უნდა ვიცოდეთ ტესტირების დაწყებამდე?



1. ტესტირების დასაწყებად საჭიროა უნიკალური კოდი, რომლის მისაღებად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ ოლიმპიადაზე.
2. ტესტი 75 კითხვისგან შედგება და მათზე საპასუხო დრო 80 წუთია (დროის ათვლა დაიწყება 11:00-დან).
3. ტესტის ონლაინ წერის შემთხვევაში თითოეული პასუხის მონიშვნისა და პასუხის დადასტურების შემდეგ, წინა შეკითხვებს ვეღარ დაუბრუნდებით.
4. ტესტის ონლაინ წერის პროცესში დროებით ელ. ენერგიის შეწყვეტის, ან ინტერნეტთან დაკავშირების პრობლემის შემთხვევაში, მისი მოგვარებისთანავე, ტესტირების გასაგრძელებლად თავიდან უნდა შეიყვანოთ უნიკალური კოდი და გააგრძელოთ წერა - ტესტის გაგრძელებას შეძლებთ იმ კითხვიდან, რომელზეც ბოლოს იყავით გაჩერებული.
5. გაითვალისწინეთ, რომ ოლიმპიადის დასრულების დრო ყველასთვის საერთოა - 12:20
6. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-12 კლასის მოსწავლეებს.