იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2022

დარეგისტრირდი ოლიმპიადაზე ახლავე!

რეგისტრაცია მონაცემების შემოწმება
რეგისტრაცია












რა არის იბსუს სასკოლო ოლიმპიადა?



იბსუ ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადებს, რათა აბიტურიენტებს მისცეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა და მათ შორის საუკეთესოებს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსოს ბაკალავრიატზე სწავლა.

წელს სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში.

ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.

ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

სად და როდის ტარდება ოლიმპიადა?



ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში თუ ჰიბრიდული მეთოდით. დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის ფორმატის შესახებ აუცილებლად გამოგეგზავნებათ ყველა დარეგისტრირებულს ოლიპიადამდე 2 კვირით ადრე.



ოლიმპიადის ჩატარების თარიღი: 26 თებერვალი

























რით დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები?



რა უნდა ვიცოდეთ ტესტირების დაწყებამდე?



1. ტესტირების დასაწყებად, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურის შემთხვევაში, საჭიროა უნიკალური კოდი, რომლის მისაღებად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ ოლიმპიადაზე.
2. ტესტი 75 კითხვისგან შედგება და მათზე საპასუხო დრო 80 წუთია.
3. ტესტის ფიზიკურად წერის შემთხვევაში, სწორი პასუხების პასუხების ფურცელზე გადასატანად დაგემატებათ 5 წუთი.
4. ტესტის ონლაინ წერის შემთხვევაში თითოეული პასუხის მონიშვნისა და პასუხის დადასტურების შემდეგ, წინა შეკითხვებს ვეღარ დაუბრუნდებით.
5. ტესტის ონლაინ წერის პროცესში დროებით ელ. ენერგიის შეწყვეტის, ან ინტერნეტთან დაკავშირების პრობლემის შემთხვევაში, მისი მოგვარებისთანავე, ტესტირების გასაგრძელებლად თავიდან უნდა შეიყვანოთ უნიკალური კოდი და გააგრძელოთ წერა - ტესტის გაგრძელებას შეძლებთ იმ კითხვიდან, რომელზეც ბოლოს იყავით გაჩერებული.
6. გაითვალისწინეთ, რომ ოლიმპიადის დასრულების დრო ყველასთვის საერთოა.
7. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. თუმცა, გრანტით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ მე-12 კლასელები.