კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „საგანმანათლებლო ტექნოლოგიები საქართველო“ (საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გზისკარის ქუჩა #18) (შემდგომში ჩვენ) უზრუნველყოფს ვებგვერდის ibsuolympiad.ge (შემდგომში - საიტი) - მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით დაცვას.

ოლიმპიადაში დარეგისტრირებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადში აღწერილ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკას (შემდგომში - განაცხადი).

წინამდებარე განაცხადი წარმოადგენს ჩვენი საიტის გამოყენების წესების და პირობების ინტეგრალურ ნაწილს და მასზე სრულად ვრცელდება წესებისა და პირობების მოქმედება. ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე განაცხადის რეგულირების საგანს, რეგულირდება და განიმარტება საიტის წესებისა და პირობების დებულებების შესაბამისად.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ უთითებთ, როდესაც რეგისტრირდებით ოლიმპიადაზე.

რეგისტრაციისას ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ ინფორმაციას:

თქვენი სახელი და გვარი

თქვენი ტელეფონის ნომერი

თქვენი ელ-ფოსტა

თქვენი დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი)

თქვენი სკოლის სახელწოდება

თქვენი საცხოვრებელი ქალაქი

თქვენ მიერ არჩეული ოლიმპიადის ტიპი


საიტის გამოყენებისას ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას ე.წ. ლოგების სახით. საიტზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.

მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენს საიტზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივებისა და ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების მიზნით. „მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ საიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და ვებგვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

პერსონალური ინფორმაცია მუშავდება თქვენთან დასაკავშირებლად, ოლიმპიადის დაწყემაბდე, მსვლელობისას ან დასრულების შემდგომ თქვენს დასახმარებლად/დასაკვალიანებლად, მარკეტინგული მიზნებისთვის და იმის დასადგენად თუ რომელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან რა რაოდენობით მომხამარებელია დაინტერესებული ოლიმპიადაში მონაწილეობით.

რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა ამ განაცხადში დასახელებული მიზნების მისაღწევად. თუ თქვენი მონაცემების შენახვა არ არის საჭირო მიზნების მისაღწევად, ჩვენ შეიძლება წავშალოთ ის, ან შევცვალოთ ჩანაწერი ისე, რომ თქვენი იდენტიფიცირება არ იყოს შესაძლებელი.

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

ჩვენ დავნერგეთ ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, იმისთვის, რომ საიტზე და სხვა საშუალებებით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისას თქვენ ვალდებული ხართ დაიმახსოვროთ თქვენი უნიკალური კოდი და არ გადასცეთ იგი სხვას.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ ჩვენთან დაკავშირებულ პირებსა და ჩვენს პარტნიორებს იმ მიზნით, რაც ამ განაცხადში არის მოხსენიებული. ასევე, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის ან სასამართლო განჩინების საფუძველზე.

თქვენი უფლებები ჩვენს მიერ შენახულ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ: ჩვენთან შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა. თქვენს პერსონალურ მონაცემებში უზუსტობის აღმოფხვრა. თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.